მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ელჩის შემდეგ, მმართველი პარტია EU-ს ელჩს ესხმის თავს, ვგმობ პარტნიორთა მუქარას - გახარია

62d821acd8005
BM.GE
20.07.22 19:37
720
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია "ქართული ოცნების" წევრების მიერ ევროპელი და ამერიკელი დიპლომატების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გმობს. ამის შესახებ ის Twitter-ის გვერდზე წერს. 

გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ დღეს გაკეთებული განცხადება არის თავდასხმა სტრატეგიულ მოკავშირეებზე და ღია მუქარა საქართველოს მთავარი პარტნიორების მიმართ.

„აშშ-ის ელჩის შემდეგ, საქართველოს მმართველი პარტია თავს ესხმის ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს, რომელიც ასრულებს თავის მისიას. ვგმობ საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩების ბულინგს და მიმაჩნია, რომ ეს არის თავდასხმა ჩვენს უახლოეს სტრატეგიულ მოკავშირეებზე და ღია მუქარა ჩვენი პარტნიორების მიმართ“, - აცხადებს გახარია.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მუშაობა შეაფასა და განაცხადა, რომ ის „მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში“. ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალი ელჩი „განსხვავებულად იმოქმედებს“.