16.სექტემბერი .2020 00:10

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ექს-ხელმძღვანელი Amazon-ის დირექტორთა საბჭოში შევიდა

views 383
უკან

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი დირექტორი კით ალექსანდერი Amazon-ის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. კომპანიის გუნდმა ალექსანდერი აუდიტის კომიტეტში ჩასვა. ამის შესახებ Foxbusiness-ი წერს.

ალექსანდერი უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორად და ცენტრალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსად 2005 წელს დაინიშნა. 2010 წელს, ის Cyber Command-ის დირექტორადაც დანიშნეს. გარდა ამისა, ალექსანდერი 2014 წლიდან საკუთარი კიბერუსაფრთხოების კომპანია IronNet Cybersecurity-ს CEO და პრეზიდენტია.

“კითს ხუმრობით იმპერატორს ვუწოდებთ, იმიტომ, რომ ის რასაც დაისახავს, სწორედ იმას ისრულებს,” - ამბობს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი თანამდებობის პირი. “ჩვენ, დანარჩენები კეითს ვაკვირდებოდით, თუ როგორ ითანხმებდა იგი კონგრესსა და თეთრ სახლს სხვების ხარჯზე”, – დასძინა მან.

მაშინ როდესაც 2013 წელს, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა, ედუარდ სნოუდენმა გაასაჯაროვა დოკუმენტები თვალთვალის შესახებ, ალექსანდერმა ეს დოკუმენტები იმით გაამართლა, რომ თვალთვალი პოტენციური ტერორისტული აქტების პრევენციისთვის აუცილებელი იყო.