24.აგვისტო .2020 18:30

აშშ-ის FDA-მ კორონავირუსის სამკურნალოდ პლაზმის გამოყენების ნებართვა გასცა

views 510
უკან

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) COVID-19-ის სამკურნალოდ პლაზმის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

FDA-ის განცხადებით, გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმით 70,000-ზე მეტ პაციენტს უმკურნალეს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ "პროდუქტის ცნობილი და პოტენციური სარგებელი მის პოტენციურ რისკებს აღემატება“.

"დღევანდელი დღე არის ისტორიული. ეს აღმოჩენა მნიშვნელოვნად გაზრდის წვდომას კორონავირუსის განკურნების შესაძლებლობაზე“, - განაცხდა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისათვის: პლაზმა იმ ადამიანების სისხლისგან მზადდება, რომლებიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა