22.მარტი .2023 22:07

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა
views 905
უკან

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. FED-ის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 25 საბაზო პუნქტით (0.25%) გაიზარდა.

გამკაცრების შედეგად, ფედერალური რეზერვის ძირითადი განაკვეთები 4.75-5.0%-ის ფარგლებში განისაზღვრა, რაც ამერიკული სტანდარტებით უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია, კერძოდ, ასეთი მკაცრი მონეტარული პოლიტიკა აშშ-ში 2007 წლის შემდეგ არ ყოფილა.

საგულისხმოა, რომ რეფინანსირების განაკვეთი აშშ-ში FED-ის წინა შეხვედრებზეც გაიზარდა, თუმცა არა 25, არამედ 50-75 საბაზო პუნქტებით. SVB ბანკის, Silvergate-ისა და Signature Bank-ის კოლაფსამდე ანალიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ ფედერალური რეზერვი განაკვეთს 0.50%-ით გაზრდიდა, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით განვითარებულმა მოვლენებმა FED-ს სტრატეგიის გადახედვა აიძულა.

FED-ის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპი შერბილებულია, რაც აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შემცირებითაა განპირობებული. ცნობისთვის, თებერვალში წლიურმა ინფლაციის დონემ 6% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებას გლობალურ ეკონომიკაზე დომინოს ეფექტის მსგავსი გავლენა აქვს, მის მიერ გამკაცრების ტემპს შენელება ევროპის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა თუ ავსტრალიის ცენტრალურ ბანკებსაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა