მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

64524bbf1c746
გიორგი თოლორდავა
03.05.23 22:00
1198
აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. FED-ის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 25 საბაზო პუნქტით (0.25%) გაიზარდა.

გამკაცრების შედეგად, ფედერალური რეზერვის ძირითადი განაკვეთები 5.0-5.25%-ის ფარგლებში განისაზღვრა, რაც ამერიკული სტანდარტებით უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია, კერძოდ, ასეთი მკაცრი მონეტარული პოლიტიკა აშშ-ში 2007 წლის შემდეგ არ ყოფილა.

საგულისხმოა, რომ რეფინანსირების განაკვეთი აშშ-ში FED-ის წინა შეხვედრებზეც გაიზარდა, კერძოდ, 25 საბაზო პუნქტით. First Republic-ის, SVB ბანკის, Silvergate-ისა და Signature Bank-ის კოლაფსამდე ანალიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ ფედერალური რეზერვი განაკვეთს 0.50%-ით გაზრდიდა, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით განვითარებულმა მოვლენებმა FED-ს სტრატეგიის გადახედვა აიძულა.

FED-ის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპი შერბილებულია, რაც აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შემცირებითაა განპირობებული. ცნობისთვის, წინა წლიურმა ინფლაციის დონემ 5% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებას გლობალურ ეკონომიკაზე დომინოს ეფექტის მსგავსი გავლენა აქვს, მის მიერ გამკაცრების ტემპს შენელება ევროპის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა თუ ავსტრალიის ცენტრალურ ბანკებსაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს.