მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ჯანდაცვის ექსპერტი: პირველი მცდელობა, შესაძლოა, ვაქცინის საუკეთესო ვერსია არ იყოს

5f16c66e6e2b1
ნათია თაქთაქიშვილი
21.07.20 23:30
889
აშშ-ის ჯანდაცვის ექსპერტი და პროფესორი პიტერ ჰოთეზი აცხადებს, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინა, შესაძლოა, ვაქცინის საუკეთესო ვერსია არ იყოს. მისი ვარაუდით, მომავალი წლის პირველი ნახევრისთვის გვეცოდინება რეალურად მუშაობს თუ არა აღნიშნული ვაქცინა სრულყოფილად. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„AstraZeneca-Oxford-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, ვაქცინის ერთი დოზა არ აღმოჩნდა საკმარისი და კარგად ვერ იმუშავა ვირუსის წინააღმდეგ. იმუნური რეაქციის შექმნა და ვირუსის ანტისხეულების განადგურება მხოლოდ ორმაგი დოზით მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ ვაქცინის ორმაგი დოზა მხოლოდ 10 პაციენტმა მიიღო. ამიტომ მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთება ამ ეტაპზე ძალიან რთულია“, – განაცხადა პიტერ ჰოთეზიმ.

მისივე თქმით, ამჟამინდელი ვაქცინა მხოლოდ ნაწილობრივ გვიცავს და ხელს უშლის ადამიანის დაინფიცირებას ვირუსის ძლიერი ფორმით. ამიტომ საზოგადოებამ უნდა განაგრძოს უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

„პრეპარატის კვლევა ხანრგრძლივ პერიოდს მოითხოვს, მათ შორის შესასწავლია რამდენად უსაფრთხოა ის. ჩემი აზრით დაახლოებით ერთი წელი მაინც იქნება საჭირო ვაქცინაზე უფრო დეტალური ინფორმაციის შესაგროვებლად. მინდა ავღნიშნო, რომ პირველი მცდელობა შესაძლოა ვაქცინის საუკეთესო ვერსია არ იყოს“, – განაცხადა პიტერ ჰოთეზიმ.