22.ივლისი .2020 21:21

აშშ-ის ჯანდაცვის მდივანი: მთავრობის დაფინანსებული ვაქცინები უფასო ან ხელმისაწვდომი იქნება

views 309
უკან

კორონავირუსის საწინააღმდეგო ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც აშშ-ს მთავრების მიერ დაფინანსდება, იქნება უფასო ან ექნება ხემისაწვდომ ფასად. ამის შესახებ აშშ-ის ჯანდაცვისა მდივანმა ალექს აზარმა განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ნებიერმიერ ვაქცინას, რომელსაც აშშ-ი შეიძენს, მათ შორის Pfizer-ის ვაქცინას, ასობით მილიონი დოზა გახდება ხელმისაწვდომი მოსახლეობისათვის სრულიად უფოსოდ ან მას ექნება ხელმისაწვდომი ფასი“, –განაცხადა აზარმა.

მისივე თქმით, იგივე ეხება AstraZeneca-ს და Novovax-ის ვაქცინებსაც.