მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის კონგრესის მეგობართა ჯგუფი გახარიას წერილს უგზავნის

5df7e1e0ef35e
BM.GE
16.12.19 23:51
1766
აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს. წერილის ასლი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე რესპუბლიკელმა ადამ კინზინგერმა გამოაქვეყნა.

წერილი გახარიას კინზინგერმა და დემოკრატმა ჯერი კონოლიმ გამოუგზავნეს. მასში თანათავმჯდომარეები შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო დროს მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ ცნობებისა და დაპირებული პოლიტიკური რეფორმების შესრულებაზე უარის თქმის გამო.

„მას შემდეგ რაც 1991 წელს დამოუკიდელობა მოიპოვა, საქართველომ ძლიერი დემოკრატიული ფუნდამენტი შექმნა და წარმოაჩინა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიმართ. სწორედ ამიტომაც ვიყავით ჩვენ შოკირებულები, როდესაც გავიგეთ რომ საქართველოს პარლამენტში დაპირებულმა რეფორმებმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, კოლაფსი განიცადა.

საქართველო ამ რეფორმებზე ევროკავშირთან და ვენეციის კომისიასთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობდა. ეს დაპირება არამხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, არამედ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის წინაშე იყო. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ოფიციალური პირები აღადგენენ მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ და განახორცილებენ ამ მნიშვნელოვანი რეფორმის პაკეტს.

ქართველებს სურთ მთავრობა ხალხის, ხალხისთვის და ხალხის მიერ. მათ სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მეტად არის დაკავშირებული დასავლეთთან და ისინი მიისწრაფვიან ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. სწორედ ამიტომაც ამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში თავიანთი შეშფოთების მშვიდობიანად გამოსახატად. თუმცა, მათ მოძალადეები დაუპირისპირდნენ. მაშინ როდესაც ნებისმიერ მთავრობას აქვს უფლება გამოიყენოს კანონიერი და პროპროციული ძალა ძალადობრივი არეულობის წინააღმდეგ, დემოკრატიულმა საზოგადოებებმა პატივი უნდა სცენ მოქალაქის უფლებას გამოიყენონ მშვიდობიანი საშუალებები თავინთი მოსაზრებების გამოსახატად. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასობით დემონსტრანტი, ჟურნალისტი და ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერი დაშავდა, და საავადმყოფოში გადაიყავნეს კიდეც, ხელისუფლების მიერ ნებადართული ძალადობის შედეგად, არის შემაძრწუნებელი.

საქართველო აშშ-ის სანდო და სტრატეგიული პარტნიორია დაახლოებით სამი ათწლეულია. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ცოტა ხნის წინ საქართველოს აჩვენა თავისი ერთგულება საქართველოს მხარდამჭერი აქტის H.R. 598 მიღებით, რაც ამბობს, რომ აშშ კვლავ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი და აცხადებს აშშ-ის წინააღმდეგობას რეგიონში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ახლა საქართველოს ხელისუფლების ჯერია, რათა მიჰყვეს თავის პირობას ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენთან თანამშრომლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს დემოკრატიის მხოლოდ გაძლიერება მომდევნო წლებში", - ნათქვამია წერილში.