მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის კონგრესმა უპრეცედენტო $2-ტრილიონიანი ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი დაამტკიცა

5e7e3cd0027e8
თამთა ჯიჯავაძე
27.03.20 21:47
1071
აშშ-ის კონგრესმა ისტორიაში ყველაზე მსხვილი ფინანსური სტიმულირების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც 2 ტრილიონი აშშ დოლარს მოიცავს და რომელიც კორონავირუსის პანდემიის გავლენების შესუსტებას უნდა მოხმარდეს.

დახმარების პაკეტი უპრეცედენტოა ზომისა და არეალის მიხედვით და მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკის დახმარებას, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება $367 მილიარდიანი სასესხო პროგრამა მცირე ბიზნესებისთვის და $500 მილიარდიანი ფონდი ინდუსტრიებისთვის, ქალაქებისა და შტატებისთვის. ასევე თანხის ნაწილი მოხმარდება უმუშევრობის დაზღვევას, $130 მილიარდი საავადმყოფოებს, ხოლო $150 მილიარდი შტატებისა და ადგილობრივი სტიმულირების ფონდებს მოიცავს.