მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის მკვლელობის შემდეგ ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

5e0f71eba622f
BM.GE
03.01.20 20:50
1287
ერაყში ირანელი გენერლის მკვლელობის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა. „ბიბისის“ ცნობით, „ბრენტის“ ტიპის ნედლ ნავთობზე ფასმა 4%-ზე მეტით მოიმატა და ბარელზე 69,50 დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია გასული წლის სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემების შემდეგ.

შეგახსენებთ, ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი აშშ-ის მიერ ბაღდადის აეროპორტში განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. პენტაგონმა აღნიშნულ იერიშს "თავდაცვითი ქმედება" უწოდა.

როგორც „ბიბისი“ წერს, მსოფლიოს რამდენიმე მსხვილ ნავთობმწარმოებელზე  რეგიონში შექმნილი ვითარება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს, თუ ირანსა და ვაშინგტონს შორის კონფრონტაცია გაგრძელდება და გაფართოვდება.