"ფაიზერის" 0,5 მლნ დოზა ვაქცინა საქართველოშია. საუბარია იმ დოზებზე, რომელიც საქართველომ აშშ-ის მთავრობისგან საჩუქრად მიიღო.
ცნობისთვის, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა ტარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში, აცრების კურსი შედგება 2 ინექციისაგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს, სულ მცირე, 21 დღეს. ვაქცინაციის კურსის დასრულების მიზნით, მეორე დოზა უნდა გაკეთდეს იმავე ვაქცინით 21 დღის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ გარდა აშშ-ის მთავრობის მიერ საჩუქრად გადმოცემული ვაქცინებისა, "ფაიზერის" მილიონი დოზა ქვეყანას შესყიდული აქვს, რომელიც ეტაპობრივად შემოვა.