მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის მოსახლეობის 40%-ი თავისუფალ დროს მხოლოდ აცრილ ადამიანებთან ერთად ატარებს - კვლევა

6250621eed7c0
მარიამ ადამია
08.04.22 21:01
904

Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიდან ირკვევა, რომ აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 40%-ი თავისუფალ დროს მხოლოდ აცრილ ადამიანებთან ერთად ატარებს, ხოლო 63%-ი ამბობს, რომ პანდემიამ ადამიანებთან ურთიერთობა, მათი გაცნობა და მათთან ერთად გართობა გაართულა. გამოკითხულთა მესამედი თვლის, რომ აშშ-ში, ამ კუთხით არაფერი შეცვლილა, ხოლო 3%-თვის, ურთიერთობები პანდემიამ მეტად გაამარტივა.

გარდა ამისა, რესპონდენტთა უმეტესობისთვის, ანუ 56%-თვის, ურთიერთობის დაწყების, გაცნობისა, თუ გართობის დროს, ვაქცინაციის სტატუსს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ასევე რესპონდენტთა 11%-მა თქვა, ახლა უფრო დაინტერესებული არიან ახალი ადამიანების გაცნობით, ვიდრე ეს პანდემიამდე იყო. 

გარდა ამისა, გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების 10% ამბობს, რომ ახალი ურთიერთობების დაწყების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი, ისევ Covid-19-თან დაკავშირებული შიშებია. ამიტომაც, 44% კმაყოფილია სიმარტოვით, ხოლო 20%-ს ურთიერთობებისთვის დრო არ აქვს. 

ინფორმაციისთვის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად, მოსახლეობის დიდი ნაწილი, ანუ 65,6% Covid-19-ის წინააღმდეგ აცრილია, Pew Research Center-ის გამოკითხვაში კი, ჯამში 9,388 რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.