SVB-ის, Signature-ისა და Silvergate Bank-ის გაკოტრების ფონზე, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ქვეყანაში საბანკო-საფინანსო კრიზისის განვითარებას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს.
ბაიდენის განმარტებით, მთავრობა და ცენტრალური მარეგულირებელი მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა მსოფლიომ 2008 წლის მსგავსი კრიზისი აღარასოდეს იხილოს.
„მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რაც საჭირო იყო. დარწმუნებული ვართ, რომ ვითარება უახლოეს მომავალში დასტაბილურდება და ამას საფონდო ბირჟაც ცხადყოფს. მიუხედავად ყველაფრისა, ეს არ არის დასასრული, აშშ-ის მთავრობა უწყვეტ რეჟიმში აკვირდება ვითარებას და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო რესურსი და ბერკეტი, დროული ინტერვენცია განვახორციელოთ“, - აცხადებს პრეზიდენტი ბაიდენი.
მთავრობის მხრიდან სრულ მზადყოფნაზე საუბრობს ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელი ჯანეტ იელენიც, რომელიც აცხადებს, რომ ვითარების გამწვავების შემთხვევაში, ხაზინა გაკოტრების პირას მყოფ ორგანიზაციებს ფინანსურადაც დაეხმარება, რათა დეპოზიტარების უსაფრთხოება ყველანაირ შემთხვევაში იქნეს უზრუნველყოფილი.
ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის განცხადებით, ამერიკა ფინანსური კრიზისის საფრთხის წინაშე არ დგას და SVB-ის კოლაფსი ცალკეული გამონაკლისი შემთხვევა იყო, რომელსაც არაერთი ობიექტური მიზეზი განაპირობებდა, მათ შორის, არასათანადო რისკ-მენეჯმენტი.
საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი