მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის მთავრობა საქართველოს ეროვნული პარკების დასაცავად $1.6 მილიონით დაეხმარება

5da89090a2191
BM.GE
17.10.19 20:01
1019
აშშ-ის მთავრობა საქართველოს ეროვნული პარკების დასაცავად $1.6 მილიონით დაეხმარება. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს ბუნება ფასდაუდებელია და მისი შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ქვეყნის თვალწარმტაცი ეროვნული პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად ამერიკის მთავრობა დღეიდან იწყებს $1.6-მილიონიან, ხუთწლიან პროგრამას, რომლის მიზანიც საქართველოს ეროვნული პარკების შენარჩუნება და მათთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაა.

ყოფილხართ საქართველოს ეროვნულ პარკებში? გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები“, - წერია საელჩოს განცხადებაში.