მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის მთავრობამ Chevron-ს ვენესუელაში ნავთობის მოპოვების უფლება მისცა

63847555be359
გიორგი თოლორდავა
28.11.22 13:34
496
აშშ-ის მთავრობა ვენესუელის ნავთობინდუსტრიაზე დაწესებული სანქციების ნაწილის გაუქმების და შემზღუდავი მექანიზმების შემსუბუქების გადაწყვეტილებას იღებს. უმსხვილეს ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანია Chevron-ს ვენესუელაში საქმიანობის გაგრძელებისა და ნავთობის მოპოვების უფლება მიეცა.

აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლობის განმარტებით, საუბარია ნავთობის შედარებით მცირე მოცულობაზე, რომელსაც საერთაშორისო ბირჟაზე გავლენის მოხდენა ვერ შეეძლება. ცნობისთვის, ნავთობის მოპოვებით გამომუშავებული თანხა არა უშუალოდ ვენესუელის მთავრობას გადაეცემა, არამედ ის Chevron-ის წინაშე არსებული ვალის გადაფარვას მოხმარდება.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის განმარტებით, ვენესუელის მთავრობას, ოპოზიციასა და აშშ-ის შორის გარკვეული პროგრესი მიღწეულია და სანქციების შემსუბუქებაც სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.

ცნობისთვის, აქამდე მოქმედი სანქციების რეჟიმით ამერიკულ კომპანიებს ეკრძალებოდათ ვენესუელაში ნავთობის მოპოვება, ენერგორესურსებით ვაჭრობა და ვენესუელაში მოპოვებული ნედლი ნავთობის ექსპორტზე გატანა.

მიუხედავად ამისა, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მომავალში აშშ-ის მთავრობამ ვენესუელის ენერგორესურსები ევროპის დასახმარებლად და საერთაშორისო ბაზრისთვის ნავთობის მიწოდების გასაზრდელად გამოიყენოს.