Turebi.ge-ის დირექტორის ნიკა გოგოლაძის თქმით, საქართველომ წელს აშშ-ის "მწვანე ბარათის" მოგებით რეკორდი მოხსნა და სულ მცირე, 3-4 ათასამდე ადამიანმა აშშ-ის “მწვანე ბარათი” მოიგო. ამის შესახებ მან გადაცემა “საქმიან დილაში” საუბრისას აღნიშნა და განმარტა, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი რეგისტრირდება, მით მეტია მოგების ალბათობა და კვოტაც.
“თუმცა მწვანე ბარათის მოგება არ ნიშნავს, რომ ამერიკაში წასვლა ხვალვე შეგიძლიათ, რადგან მთავარი - მეორე ეტაპია გასვლელი და ამისთვის კანდიდატებს ყველა საჭირო საბუთის მოგროვება სჭირდებათ, იქნება ეს დაბადების მოწმობა, პასპორტი, განათლების, ნასამართლეობისა, თუ ჯარის ცნობა. აუცილებელია თავად ამერიკაში საცხოვრებელის/სამსახურის მოძიება და DS260 -ის ყოველგვარი შეცდომის გარეშე შევსება”, - განმარტა ნიკა გოგოლაძემ.
მისივე თქმით, პირველი ეტაპის გავლი შემდეგ, ყველა მაინც არ, ან ვერ მიდის ამერიკაში, რადგან ნაწილი საბუთების მოგროვებას ვერ ახერხებს, ბევრს ნასამართლეობის პრობლემა აქვს, ნაწილი კი, ამ შესაძლებლობით აღარ სარგებლობს და წასვლას, საქართველოში დარჩენას ამჯობინებს.
“წლების წინ საქართველოში, “მწვანე ბარათის” მოსაგებად, ადამიანების ის კატეგორია რეგისტრირდებოდა, რომლებიც ვერ საქმდებოდნენ ქვეყანაში და ამ გადაწყვეტილებას სიღარიბის გამო იღებდნენ. დღეს კი წასვლა უნდა ყველას, დოქტორის ხარისხის მქონე ადამიანებიც აპლიკაციას ავსებენ. ფაქტობრივად ყოველი მეორე რეგისტრირდება, ანუ ყველა ვისაც აქვს რესურსი, ძალა და შეუძლია პროდუქტის შექმნას, არის ნიჭიერი, წარმატებული და განათლებული, ან უკვე წასულია საქართველოდან, ან აპირებს წასვლას, ან საერთაშორისო კომპანიაში საქართველოდან მუშაობს. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შრომისუნარიან ადამიანებს ვკარგავთ”, - განაცადა ნიკა გოგოლაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ყოველწლიურად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც "მწვანე ბარათის" გათამაშებაში ერთვებიან და მაგალითად თუ 2011 წელს 20 ათასი კაცი იყო დარეგისტრირებული, 2021 წელის გათამაშებისთვის უკვე 112 ათასი დარეგისტრირდა, თან პანდემიის პირობებში. აშშ-ის მწვანე ბარათის გარდა, ასევე გაზრდილია მოთხოვნა აშშ-ის ტურისტულ ვიზაზეც და 2024 წლამდე საელჩოში გასაუბრებისთვის ადგილი არ არის.
Turebi.ge-მ აღნიშნული ინფორმაცია, საქართველოში აშშ-ის საელჩოდან გამოითხოვა. "მწვანე ბარათის" გამარჯვებულების სტატისტიკა ოფიციალურიად სექტემბერში გამოქვეყნდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას