მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის მხარდაჭერა გაგრძელდება, თუ საქართველო რეფორმების გულწრფელ სურვილს გამოავლენს - სენატის კანონპროექტი

5ef62ea23fa44
შოთა ტყეშელაშვილი
26.06.20 21:11
1501
საქართველოში მედიის თავისუფლება, სასამართლო რეფორმა, თავისუფალი ბიზნესგარემოს შექმნა, საარჩევნო რეფორმა და სხვა რეფორმები არის ის საკითხები, რომელთა განხორციელებისკენაც საქართველოს მთავრობას აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯეიმს რიშის მიერ მომზადებული კანონპროექტი ითავლისწინებს. აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტში შესატანი ცვლილებების პროექტში ნათქვამია, რომ თითოეული ამ პუნქტის შესრულება მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა გაგრძელდეს. 

დოკუმენტში ასევე საუბარია 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზეც, კერძოდ კი პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ პატიმრად არის შეფასებული გიორგი რურუა, ასევე პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ოპოზიციონერები - გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. 

კანონპროექტში წერია:

"აშშ-ის სენატი ადასტურებს მზადყოფნას განაგრძოს თანამშრომლობა საქართველოსთან, მათ შორის თავდაცვის დარგში განაგრძოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, თუ თავისმხრივ საქართველოს მთავრობა იქონიებს ძალ-ღონეს, რათა დანერგოს შემდეგი რეფორმები:

  • მოუწოდებს მთავრობას, არჩეული თანამდებობის პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, უარი თქვან ძალაუფლების მაცდუნებელ მისწრაფებებზე და განაგრძონ მუშაობა ქვეყანაში პრესის თავისუფლების, ბიზნესის კეთების თავისუფლებისა და ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე  მმართველობის შესაქმნელად.
  • ხაზს უსვამს საარჩევნო რეფორმაზე OCSE-ს რეკომენდაციების იმპლემენტაციის მნიშვნელობას, რაც 8 მარტის შეთანხმების ნაწილია. 
  • მოუწოდებს მთავრობას, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნით, გააძლიეროს ქვეყანაში დემოკრატია. მათ შორის მოსამართლეების დანიშვნის გამჭვირვალეობის გაზრდით ყველა ინსტანციაში და დაასრულოს იმ მოსამართლეების დანიშვნის პრაქტიკა, რომლებიც მმართველი პოლიტიკური პარტიის გავლენის ქვეშ ან მათდამი ლოიალურები არიან.
  • ადასტურებს, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გაგრძელება კრიტიკულ მნიშვნელობას ატარებს იმისათვის, რათა საქართველოს მთავრობამ შეძლოს და აღიდგინოს დემოკრატიული განვითარებისა და დასავლური ინტეგრაციის გზაზე ურყევობა. 
  • ცნობს მომავალი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, უზრუნველყონ, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, მშვიდობიანი და 8 მარტს შეთანხმებული წესების მიხედვით წარმართული". - წერია დოკუმენტში.

კანონპროექტის დოკუმენტი: