14.მაისი .2021 11:20

აშშ-ის რამდენიმე შტატში ბენზინზე რიგებია

აშშ-ის რამდენიმე შტატში ბენზინზე რიგებია
views 523
უკან

აშშ-ის სამხრეთ აღმოსავლეთ შტატებში ჯორჯიაში, ფლორიდაში, ვირჯინიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში საწვავზე რიგებია - სხვადასხვა შეფასებით, ამ შტატებში ბენზინგასამართ სადგურების 30%-50%-ში საწვავი უკვე დეფიციტურია. მთლიანობაში 1,800-მდე სადგური შეფერხებით მუშაობს. მოულოდნელი დეფიციტს გამო გაიზარდა საწვავის ფასიც და ერთი გალონის (3.78 ლიტრის) ღირებულება $3 დოლარს ასცდა, რაც ამ შტატებში საწვავის ღირებულების ბოლო 7 წლის მაქსიმუმია. 

კრიზისის მიზეზი აშშ-ის აღმოსავლეთ შტატების საწვავით მომარაგების ერთ-ერთ მთავარ მილსადენზე, Colonial Pipeline-ზე განხორციელებული კიბერშეტევაა, რის გამოც პარასკევს მილსადენი გაჩერდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ნავთობსადენის ოპერატორმა კიბერშეტევის დროს მოთხოვნილი თანხა $5 მილიონი დოლარის გამოსასყიდი უკვე გადაიხადა და საწვავის მიწოდებაც აღადგინა. 

მომხდარზე განცხადება გააკეთა ქვეყნის პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მილსადენმა საქმიანობა გააგრძელა, ბენზინგასამართი სადგურების საწვავით სრულად მომარაგებას კვლავ გარკვეული დრო დასჭირდება. ამასთან, აშშ-ის მთავრობა ამკაცრებს კიბერუსაფრთხოების მოთხოვნებს კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე. 


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა