05.თებერვალი .2020 21:41

აშშ-ის საელჩო 2020 წლის წიგნის თარგმნის პროგრამაზე კონკურსს აცხადებს

views 211
უკან

აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება აცხადებს კონკურსს ამერიკელი ავტორების წიგნის თარგმნის პროგრამაზე, - ამის შესახებ ინფორმაციიას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საელჩო შერჩეულ კანდიდატებს 50%-ით დააფინანსებს, განცხადებების მიღება კი მიმდინარე წლის 20 მარტს დაიწყება და 20 მაისამდე გაასტანს.

„პროგრამის მიზანია ქართველი სტუდენტებისათვის, მკვლევარებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაზარდოს უახლეს კვლევებზე, სახელმძღვანელოებსა და თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურაზე ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საგამომცემლო სახლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს. პროგრამის დაფინანსების შემთხვევაში, წიგნის თარგმნის პროექტის ფარგლებში გაიცემა გრანტები შემდეგი მიმართულებით:

საჯარო პოლიტიკა: ზოგადი საჯარო პოლიტიკა, კიბერ განათლება და კიბერ უსაფრთხოება, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების მართვის საჯარო პოლიტიკა; მედია: მედია ეთიკა, მედიის მენეჯმენტი, კიბერ განათლება და კიბერ უსაფრთხოება, მასკომუნიკაცია და სხვა დაკავშირებული თემები; საერთაშორისო ურთიერთობები: საგარეო პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და სხვა დაკავშირებული თემები; სამართალი: საერთაშორისო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სხვა დაკავშირებული თემები; ეკონომიკა: მეწარმეობა, ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტი, ეკონომიკა და სხვა დაკავშირებული თემები; მხატვრული ლიტერატურა (განიხილება მხოლოდ ჩამოთვლილ თემებზე): სამოქალაქო განათლება, სამოქალაქო საზოგადოება, ეთნიკური, უმცირესობებისა და ქალთა თანასწორობა, კონფლიქტების მოგვარება, გარემო, ინფორმაციის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, საჯარო განათლება და ადვოკატირება, კანონის უზენაესობა.

მინიმალური მოთხოვნილი ტირაჟი არის 1 000 ცალი. მცირე ტირაჟის განხილვა შესაძლებელია გამონაკლისის სახით საჭიროების დასაბუთების შემთხვევაში.

გრანტიორი პასუხისმგებელია მფლობელისგან საავტორო უფლების ნებართვის მოპოვებაზე. ფინალში გადასვლის შემდეგ, აპლიკანტს მოეთხოვება ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი საავტორო უფლების ხელშეკრულების წარდგენა. აპლიკანტს შეუძლია არა უმეტეს ხუთი (5) განაცხადის შემოტანა.

სათარგმნად შერჩეული ლიტერატურა არ უნდა იყოს ქართულ ენაზე უკვე გამოცემული. თარგმანი უნდა შესრულდეს ორიგინალი ენიდან.

პროგრამა ხორციელდება 50%-იანი თანადაფინანსების საფუძველზე. აღნიშნულ პროექტში სხვა თანადამფინანსებლის არსებობის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა წარადგინოს შესაბამისი ორგანიზაციის თანხმობის წერილი (თანხისა და ხარჯების კატეგორიის მითითებით).

კოალიციური პროექტის შემთხვევაში განაცხადს უნდა დაერთოს შესაბამისი პარტნიორი ორგანიზაცი(ებ)ის თანხმობის წერილი, პროექტში მათი როლისა და პასუხისმგებლობების მითითებით”, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა