მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის საელჩო ციფრული კომუნიკაციის გაცვლითი პროგრამის შესახებ აცხადებს

5e541c9aca1a7
თამთა ჯიჯავაძე
25.02.20 00:30
1188
აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტი ციფრული კომუნიკაციის გაცვლითი პროგრამის შესახებ განაცხადების მიღებას იწყებს. პროგრამა აშშ-ში 2020 წლის ივნისშია დაგეგმილი.

როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩო იტყობინება, კანდიდატები უნდა იყვნენ კომუნიკაციის სპეციალისტები ჟურნალისტური, სამეწარმეო ან აქტივიზმის გამოცდილებით ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან.

პროგრამას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს, ხოლო ორგანიზატორი World Learning-ია.
პროგრამა უკვე ხუთი წელია ხორციელდება, მასში მონაწილეობა ამ დრომდე მიღებული აქვს 20-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტ წარმომადგენელს.

წლევანდელი პროგრამისთვის 16 მონაწილე შეირჩევა, პროგრამა დაიწყება ბრიუსელში და გაგრძელდება აშშ-ში. ის სამკვირიანია.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს, პოლონეთის, უნგრეთის, საბერძნეთის, თურქეთის, სომხეთის, სერბეთის, ხორვატიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მონტენეგროს, ბოსნია და ჰერცოგოვინის, რუმინეთის, ბულგარეთის, ბელარუსის, მოლდოვის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეს.

მონაწილეები უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას, უნდა ჰქონდეთ მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში, ასევე, სასურველია არ იყვნენ ნამყოფი აშშ-ში 2016 წლის სექტემბრის შემდეგ.

დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე