მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის საელჩო ეროვნულ არქივს ორი პროექტის განხორციელებაში დაეხმარება

63204c999ac95
ვიქტორია მღებრიშვილი
13.09.22 13:26
537
აშშ-ის საელჩო ეროვნული არქივს ორი პროექტის განხორციელებაში დაეხმარება - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

„თქვენთვის ორი კარგი ამბავი გვაქვს. ვიწყებთ საქართველოს ეროვნული არქივის მასალის გაციფრულების მხარდაჭერას. ეროვნულ არქივს ამ ძალისხმევაში ილიონის უნივერსიტეტი გაუწევს პარტნიორობას და საარქივო მასალაზე ელექტრონული წვდომა მკვეთრად გაიზრდება.

ასევე, პირველად ისტორიაში ეროვნული არქივი გამოსცემს წიგნს, სადაც საბჭოთა ოკუპაციამდე საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერის აქამდე უცნობი დეტალები იქნება ასახული“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნია, რომ განცხადებას საელჩო საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საარქივო ფოტოს ურთავს, რომელიც თბილისში, რტიშჩევის (ამჟამინდელი პაოლო იაშვილის) ქუჩაზე ამერიკის დახმარების ადმინისტრაციის ოფისშია გადაღებული.