12.ივლისი .2019 13:12

აშშ-ის საელჩო რუსეთს მოუწოდებს, საქართველოსთან ფრენები აღადგინოს

views 458
უკან

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით აკვირდებოდა იმ ზომებსა და მოვლენებს, რაც საპასუხოდ ვითარდებოდა. რუსეთის დუმის წევრები არაპროპორციულ ზომებზე საუბრობდნენ, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს განუცხადა. აშშ რუსეთს მოუწოდებს, საქართველოსთან ავიამიმოსვლა აღადგინოს, რადგან რუდის განცხადებით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა.

„ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით აკვირდებოდა იმ ზომებსა და მოვლენებს, რაც ვითარდებოდა საპასუხოდ. ეს იყო არაპროპორციული ზომები, რაზეც საუბრობდნენ დუმის წევრები და სახელმწიფო წარმომადგენლები. თუმცა ჩვენ შემდეგ ვნახეთ, რომ საქართველოსა და რუსეთის ლიდერებმა გამოთქვეს მზაობა, რომ დასტაბილურდეს ურთიერთობა. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, საქართველოსთან აღადგინოს ფრენები, ტურისტები ჩამოდიან საქართველოში, რადგანაც ეს უსაფრთხო ქვეყანაა. ჩვენ კი, შეერთებული შტაბები, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს განუყოფელი ნაწილია,“ - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ipn.ge

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა