მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის საელჩო სალომე ზურაბიშვილის და მაიკ პომპეოს შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

5fb4cdf62577a
ინგა მურუსიძე
18.11.20 12:00
1084
საქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და ამერიკის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
 
"სახელმწიფო მდივან პომპეოსთვის სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა ორბელიანის ისტორიულ სასახლეში, სადაც ადრე აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული.

შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.