მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის საელჩო ზუგდიდში ამერიკული კუთხის გაფართოებას გეგმავს

5e1dddd981692
BM.GE
14.01.20 21:39
2247
აშშ-ის საელჩომ საქართველოში ტენდერი გამოაცხადა ზუგდიდში ამერიკული კუთხის გაფართოებისთვის. შესაბამისი ინფორმაცია საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ველით შემოთავაზებებს დიზაინისა და სამშენებლო ფირმებისგან, ასევე, ინდივიდუალური პროფესიონალებისგან“, - წერს საელჩო „ფეისბუქის“ გვერდზე.

ტენდერი 13 იანვარს გამოცხადდა. განცხადებების მიღება 2 მარტამდე იქნება შესაძლებელი.

როგორც ტენდერის განაცხადში წერია, გაფართოების შედეგად ზუგდიდში შეიქმნება დინამიკური შეხვედრების ადგილი ახალგაზრდებისა და ზრდასრულებისთვის, თანამშრომლობისთვის, ინოვაციებისა და კავშირებისთვის, რათა მოხდეს მათი ინფორმირება, წახალისება. აღნიშნულ სივრცეში ვიზიტორები გაეცნობიან ამერიკულ კულტურას და პოლიტიკას, ასევე არაფორმალური განათლების მოდელებს, ღირებულებებსა და ტექნოლოგიებს.

ამერიკული კუთხე ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მდებარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაიწყოს 2020 წლის აპრილში და 1 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.