მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის საელჩომ საქართველოში ვიზის ზოგიერთ კატეგორიაზე გასაუბრებები გააუქმა - განცხადება

60a257aec409d
ინგა მურუსიძე
17.05.21 16:00
5371
საქართველოში აშშ–ის საელჩოში COVID– 19 პანდემიის გამო 2021 წლის მაისში დაგეგმილი ყველა გასაუბრება ვიზის შემდეგ კატეგორიებზე B1(პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენი, შინამოსამსახურე ან ძიძა,ბიზნეს ვიზიტორი), B2(მკურნალობისთვის, დასასვენებლად, ტურისტული მიზნით ჩამოსული ვიზიტორი), B1/B2, I(მედია, ჟურნალისტური ვიზიტი) და C-1 გაუქმებულია.

საქმე ისაა, რომ რამდენიმე აპლიკანტმა bm.ge-ს მიაწოდა ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების შესახებ, რომ აშშ–ის საელჩოში გასაუბრებები 2022 წლის მარტამდე გადაიდო.

როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში წერია, განმცხადებლებს, რომელთა გასაუბრება გაუქმდა, შეუძლიათ გასაუბრება ხელახლა დანიშნონ მომავალში, თუმცა თარიღი ჯერჯერობთ უცნობია:

„მნიშვნელოვანი ინფორმაცია: განმცხადებლები, რომლებიც უნდა გამოცხადდნენ საელჩოში გასაუბრებაზე ან სხვა საკონსულო მომსახურებებზე, უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

– არ ჰქონდეთ COVID ან სხვა დაავადებების სიმპტომები ბოლო 14 დღის განმავლობაში;

– ფიზიკურად იმყოფებოდნენ საქართველოში მინიმუმ 14 დღის განმავლობაში; და ასრულებდნენ საქართველოს მთავრობის საკარანტინო და COVID ტესტირების მოთხოვნებს.

– ანალოგიურად შესაძლებელია შეიზღუდოს დაშვება საკონსულოში იმ განმცხადებლებისთვის, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ფიზიკურად იმყოფებოდნენ საქართველოს იმ ზონებში, სადაც COVID–ით დაინფიცირების დიდი ეპიდემიოლოგიური რისკია.

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში ვიზიტის დაგეგმვამდე მოგვწერეთ სავიზო განყოფილებას მისამართზე tbilisiconsular@state.gov

არასაემიგრაციო სავიზო განყოფილება ამჟამად უზრუნველყოფს გადაუდებელი მომსახურეობის მიწოდებას, ისევე, როგორც რეგულარულ გასაუბრებებს ოთხშაბათობით C1/D ვიზის კატეგორიაზე შეზღუდული რაოდენობით. გარდა ამისა, 5 მაისიდან ოთხშაბათობით შეზღუდული რაოდენობით განახლდება რეგულარული გასაუბრებები საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტებისთვის მომდევნო ვიზის კატეგორიებზე: E, F, H, J, L, M, O, P, Q, და R. მომსახურება დანარჩენ არასაემიგრაციო ვიზის კატეგორიებზე რჩება შეჩერებული. ჩვენ განვაახლებთ დანარჩენ სავიზო მომსახურებას რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ ვერ დავასახელებთ კონკრეტულ თარიღს. გთხოვთ, გააგრძელეთ ამ ვებგვერდის შემოწმება განახლებული ინფორმაციის მისაღებად.

MRV საფასური მოქმედებს 2022 წლის 30 სექტემბრამდე და ის შეიძლება გამოყენებული იქნას არასაემიგრაციო ვიზის გასაუბრების დასანიშნად იმ ქვეყანაში, სადაც იგი იქნა გადახდილი. თუ თქვენ გაქვთ გადაუდებელი არასაემიგრაციო სავიზო საჭიროება და გჭირდებათ დაუყოვნებლივი გამგზავრება, გთხოვთ, გაითვალისწინოთ აქ მოცემული მითითებები, რომ მოითხოვოთ გადაუდებელი გასაუბრება.

აშშ-ის საელჩოს საკონსულო განყოფილება თბილისში პასუხისმგებელია უზრუნველყოს სავიზო მომსახურეობა მათთვის, ვისაც სურს შეერთებულ შტატებში შესვლა დროებით ან მათთვის, ვისაც სურვილი აქვს გაემგზავროს განუსაზღვრელი ვადით ან მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსით“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.