19.აპრილი .2020 11:24

აშშ-ის საელჩომ, შესაძლოა, ჯვრის მონასტრის კონსერვაციის მეორე ფაზა დააფინანსოს

views 664
უკან

აშშ-ის საელჩომ საქართველოში, შესაძლოა, ჯვრის მონასტრის მთლიანი გარე ფასადის კონსერვაციის სამუშაოები დააფინანსოს. ამის შესახებ თავად აშშ-ის საელჩო წერს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე და ქართველ მართლმადიდებლებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს. 

ჯვრის მონასტრის პროექტის მიმდინარე, პირველი ფაზა ფონდმა უკვე $100,000 დოლარით დააფინანსა.

"აღდგომის კვირა დღეს აშშ-ის საელჩო თქვენ და თქვენს ოჯახებს გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას. გვსურს, ვისარგებლოთ ამ შემთხვევით და გაგიზიაროთ შესანიშნავი სიახლე აშშ-ის დაფინანსებით ჯვრის მონასტრის მიმდინარე კონსერვაციის პროექტთან დაკავშირებით. ჯვრის მონასტრის მეორე ფაზის პროექტი ელჩის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ფონდის კონკურსის მეორე რაუნდში გადავიდა. შერჩევის შემთხვევაში დაფინანსდება ტაძრის მთლიანი გარე ფასადის კონსერვაციის სამუშაოები, ოთხივე ფასადი და გუმბათის რვავე მხარე, დაახლოებით 1200 კვადრატული მეტრის ფართობი. ჯვრის მონასტრის პროექტის მიმდინარე, პირველი ფაზა ფონდმა უკვე $100,000 დოლარით დააფინანსა",- ნათქვამია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა