მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის საფონდო ბირჟა, შესაძლოა, დამატებით 25%-ით დაეცეს - Goldman Sachs-ის პროგნოზი

635a48ed64a6d
გიორგი თოლორდავა
27.10.22 18:30
847
მსოფლიოს მასშტაბით მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ფონზე, ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs-ი უაღრესად ნეგატიურ პროგნოზს ავრცელებს.

ბანკის ანალიტიკური დეპარტამენტის შეფასებით, თუკი აშშ-ის ფედერალური რეზერვი მონეტარული პოლიტიკის აგრესიულად გამკაცრების სტრატეგიას განაგრძობს და ქვეყნის ეკონომიკა რეცესიულ მდგომარეობამდე მივა, შესაძლოა, ამერიკული საფონდო ბირჟა დამატებით 25%-ით დაეცეს.

ცნობისთვის, წლის დასაწყისიდან დღემდე S&P 500-ის ღირებულება 21%-ითაა შემცირებული; Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის ვარდნის მაჩვენებელი კი 30%-ს აჭარბებს, რაც აშკარა Bear Market-ია.

Goldman-ის პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, S&P 500-ის ღირებულება დაახლოებით 2,880-იან ნიშნულამდე შემცირდება, რასაც, ცხადია, უმსხვილესი კომპანიების აქციების მკვეთრი ვარდნა მოჰყვება.

"ამერიკული ფასიანი ქაღალდების ბაზარი კარგ მდგომარეობაში ნამდვილად არ არის და ამ ეტაპზე აღმასვლისათვის საჭირო ნორმალურ კონდიციები უბრალოდ არ ჩანს", - განაცხადა Goldman-ის სავალუტო სტრატეგიის დეპარტამენტის გლობალურმა ხელმძღვანელმა, კამაქშია ტრივედმა.

ექსპერტების შეფასებით, საფონდო ბირჟების ვარდნა გაზრდილი ინფლაციის დონით, გაუარესებული კორპორაციული შემოსავლებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკითა და რეცესიის განვითარების რისკების ზრდითაა განპირობებული, რაც ინვესტორებს უბიძგებს, თავიანთი კაპიტალი საფონდო ბირჟებიდან შედარებით უსაფრთხო აქტივებში - ობლიგაციებსა და უძრავ ქონებაში გადაიტანონ.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.