მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სანქციების გამო, Huawei-ს გაყიდვები შემცირდა

5f954dbcdf1e8
თათია კაკიაშვილი
25.10.20 22:06
727
ოფიციალური ვაშინგტონის მიერ ჩინური კომპანიების მიმართ სანქციების გამკაცრების კვალდაკვალ, Huawei-ის გაყიდვები შემცირებულია. კომპანიის ადმინისტრაციის განცხადებით, Huawei-ის 2020 წლის პირველ ცხრა თვეში 671.3 მილიარდი იუანის (101 მილიარდი დოლარი) შემოსავალი ჰქონდა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-იან ზრდას აჩვენებს, მაგრამ, კომპანიის 2019 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, შემოსავალი 24%-ით შემცირებულია.

Huawei დეტალურ მოგებაზე ინფორმაციას არ ასაჯაროვებს, თუმცა ცნობილია, რომ მისი წმინდა მოგების ზღვარი 8%-ზე დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8.7%-ით შემცირებას ნიშნავს. მენეჯმენტის განცხადებით, Huawei ცდილობს, გადარჩეს მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა კიდევ უფრო შეზღუდა წვდომა მოწინავე კომპიუტერულ ჩიპებზე, რომლებიც კომპანიას ტელეკომუნიკაციური მექანიზმების და სმარტფონების შესაქმნელად სჭირდება. ეს ფაქტორი კი Apple-თან დან Samsung-თან კონკურენციას გაართულებს.

საგულისხმოა, რომ წელს Huawei–მ Samsung–ს სმარტფონების გაყიდვების ნაწილში გაუსწრო, ეს კი, ანალიტიკოსების თქმით, იმის გამო მოხდა, რომ Covid-19 პანდემიამ სხვადასხვა ბაზარზე განსხვავებული გავლენა მოახდინა. ასევე, Huawei–მ შეძლო, ჩინეთის ეკონომიკური აღორძინებით ესარგებლა, სადაც ახლა კომპანიის სმარტფონების 70%–ზე მეტი იყიდება, თუმცა ანალიტიკოსების პროგნოზით, სხვა ბაზრების გახსნისთანავე, Samsung კვლავ გაყიდვების ლიდერი იქნება.