მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის საპროცენტო განაკვეთების შემცირების გავლენა აზიურ საფონდო ბირჟებზე

5d83258b5f304
მიხეილ ხაჩიძე
19.09.19 17:20
1135
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირება პოზიტიურად აისახა აზიის საფონდო ბირჟებზე. დასავლური მედიის ინფორმაციით, იაპონიის მთავარი საფონდო ბირჟის Nikkei 225-ის ინდექსი გასული 24 საათის განმავლობაში 1,5%–ით გაიზარდა და 22.183 პუნქტი შეადგინა. Topix–მა 1,5 %–იანი მატება დააფიქსირა და 1624 პუნქტით განისაზღვრა.

აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთების მეოთხედი პუნქტით შემცირებამ ინვესტორების შეშფოთება შეამცირა ჩინეთშიც. აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის პირობებში, ფასიანი ქაღალდების ფართო სპექტრში წარმატებული ვაჭრობა დაფიქსირდა. Advantest Corp-ის აქციები 3.8%–ით გაიზარდა, ხოლო Murata Manufacturing-ს 1.4%–იანი მატება ჰქონდა.

იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი უცვლელი შეინარჩუნა, მაგრამ ოქტომბრიდან ეკონომიკური დახმარების ღონისძიებების გაფართოების შესაძლებლობა გამოაცხადა.

შეგახსენებთ, აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ძირითადი საპროცენტო განაკვეთი პუნქტის მეოთხედით, 1,75-დან 2.0%–მდე შეამცირა.