მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას აფასებს

60fad5f46d641
ინგა მურუსიძე
23.07.21 20:00
754
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საბანკო სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია. დოკუმენტის ქართულ თარგმანს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ანგარიშში აღნიშნულია: „საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საკრედიტო სარეიტინგო კომპანიები და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები პოზიტიურად აფასებენ სებ-ის მაკროეკონომიკურ ჩარჩოს და ინფლაციის ტარგეტირების რეჟიმს. 2021 წლის მარტში სებ-მა საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ის "გამჭვირვალობის ჯილდო" მიიღო. ამით ხაზი გაესვა სებ-ის მონეტარული პოლიტიკის გაუმჯობესებულ კომუნიკაციას, ფინანსურ სტაბილურობას, მომხმარებელთა უფლებების დაცვას და ფინანსურ განათლებას. ამავე გამოცემამ სებ-ი 2020 წლის "რისკების მენეჯერის ჯილდოს" კანდიდატად დაასახელა. გამოცემამ Global Finance სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2020 წელს უკვე მესამედ დაასახელა საუკეთესო ცენტრალურ ბანკირად."

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საბანკო სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია. „მეზობელი ქვეყნების წინაშე მდგარი რეგიონული და გლობალური სირთულეების მიუხედავად, საქართველოს საბანკო სექტორი კარგად რეგულირებული და კაპიტალიზებულია“, - წერია ანგარიშში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში არსებული საინვესტიციო გარემო შეაფასა. დოკუმენტი 170-ზე მეტი ქვეყნის ბიზნეს გარემოს და ეკონომიკას მიმოიხილავს.

კვლევის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საინვესტიციო გარემო შეაფასა. დოკუმენტში დეტალურად არის განხილული თუ რამდენად ღიაა ქვეყანა ინვესტიციებისათვის, ქვეყნის ფინანსური სექტორი, არსებული სამართლებრივი საკითხები და სხვა.