აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა და ეროვნული ბანკის საქმიანობა დადებითად შეაფასა. ანგარიში ვრცლად მიმოიხილავს საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და გატარებულ მონეტარულ თუ ფისკალურ პოლიტიკას.
"საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოები და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკურ ჩარჩოსა და ინფლაციის თარგეტირების რეჟიმს. 2021 წლის ივნისში ეროვნულ ბანკს გადაეცა საერთაშორისო გამოცემა Central Banking - ის ჯილდო, ყველაზე გამჭვირვალე ცენტრალური ბანკის ნომინაციაში. ჯილდოს გადაცემამ ხაზი გაუსვა გაუმჯობესებულ კომუნიკაციას მონეტარული პოლიტიკის, ფინანსურ სტაბილურობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების მიმართულებით. იმავე გამოცემის მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკს ასევე გადაეცა ჯილდო, როგორც წლის საუკეთესო რისკმენეჯერი. 2021 წელს "Global Finance" - მა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მეოთხედ დაასახელა წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველად", - აღნიშნულია საინვესტიციო გარემოს ანგარიშში.
დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები, რომელიც სრულ თანხვედრაშია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან.
"საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები მოქმედებენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად კონტროლდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს", - აღნიშნულია ანგარიშში.
საინვესტიციო გარემოს შეფასების ანგარიშში ასევე განხილულია საქართველოს საბანკო სექტორის განვითარება, რომელსაც ხელი შეუწყო საზედამხედველო პოცესებმა და რეგულაციებმა. ანგარიშის თანახმად: "საბანკო სისტემა არის სტაბილური, კარგად კაპიტალიზებული, ლიკვიდური და მომგებიანი. ფინანსური სექტორი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდობის მყარ ბუფერებს პოტენციური საფრთხის წინააღმდეგ. უმოქმედო სესხების წილი (2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით - 5.2%) მცირდება.
როგორც სსფ-ის 2021 წლის ფინანსური სისტემის სტაბილურობის შეფასებაშია აღნიშნული, საქართველოს საბანკო ზედამხედველობის პრაქტიკა და რეგულაციები მნიშვნელოვნად განვითარდა და დაიხვეწა და სრულ თანხვედრაშია ბაზელის/ევროკავშირის დირექტივებთან. მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, დოლარიზაცია სისტემისთვის კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება, იმის გათვალისწინებით, რომ საკრედიტო პორტფელის დაახლოებით ნახევარი გაცემულია უცხოურ ვალუტაში, ძირითადად არაჰეჯირებულ მსესხებლებზე".
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით მიღწეულ შედეგებსაც აფასებს: „2020 წელს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტმა (Moneyval) საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში დაამტკიცა. ანგარიში აფასებს სებ-ის საზედამხედველო პროცესს და პრაქტიკას, როგორც ეფექტური შედეგების მომტანს.
ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ საფინანსო ინსტიტუტები, ზოგადად, კარგად აცნობიერებენ რისკებს და არიან იმ მსხვილი საბანკო ან სხვა საფინანსო ჯგუფის ნაწილი, რომლებმაც დანერგეს დახვეწილი შიდა სისტემები და კონტროლები, რომლებიც ეფექტურად ამცირებენ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკებს".
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი