მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ბრიფინგი საქართველოს თემით დაიწყო

6035e58a9ef90
თამთა ჯიჯავაძე
24.02.21 09:32
761
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დღე ნიკა მელიას დაკავების შესახებ განცხადებით დაიწყეს. როგორც პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, ვაშინგტონი შეშფოთებულია მელიას და სხვა ოპოზიციონერი ლიდერების დაკავების გამო.

„ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა პარტიას თავშეკავებისკენ, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ან გაამწვავოს დაძაბულობა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს, გააძლიეროს ვალდებულებები დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი პოლიტიკური მიკერძოებისგან სასამართლო და პროკურატურის თავისუფლების უზრუნველყოფით. აშშ-ი მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

მისივე თქმით, აშშ-ი აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას, რათა მხარი დაუჭიროს კანონის უზენაესობას და ინსტიტუციების ანგარიშვალდებულებას.