მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და USAID-მა აზერბაიჯანს ჯანდაცვაზე $1.7 მილიონი გამოუყო

5e86f17a1c54a
ნათია თაქთაქიშვილი
03.04.20 12:55
660
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და USAID-მა აზერბაიჯანს ჯანდაცვაზე $1.7 მილიონის ფინანსური რესურსი გამოუყო. ამის შესახებ ინფომაციას News.Az-ი ავრცელებს.

”COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და USAID-მა აზერბაიჯანს 1,7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოუყო. ქვეყანა თანხას ჯანდაცვის სისტემაზე დახარჯავს, მათ შორის, შესაბამისად, უნდა მომზადდეს ლაბორატორიული სისტემები, რათა შეძლონ მოვლენებზე დაკვირვების გააქტიურება“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 20 წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა თითქმის 41 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა აზერბაიჯანის ჯანდაცვის სისტემაში, ხოლო ჯამურად ქვეყანას 890 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ფინანსური დახმარება გამოუყო.