აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ცენტრალურ აზიაში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს. როგორც VOA წერს, ვიზიტის მიზანია აშშ-მა კიდევ ერთხელ გამოხატოს საკუთარი მხარდაჭერა რეგიონის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, რომელთაც ამ დრომდე რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირები აქვთ.
24 თებერვალს რეგიონის ქვეყნებმა ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა და უზბეკეთმა თავი შეიკავეს გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისგან, რომელიც რუსეთს მოუწოდებდა დაუყოვნებლივ გაეყვანა ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან.
კერძოდ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ სესიაზე მიიღო რეზოლუცია უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტის მოთხოვნით. რეზოლუციას მხარი დაუჭირა გაეროს წევრი 193 სახელმწიფოდან 141-მა, 7 ქვეყანა წინააღმდეგი იყო, ხოლო 32-მა თავი შეიკავა.
ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომარტ ტოყაევს შეხვედება. დღეს ტოყაევთან, ხოლო ხვალ უზბეკეთის პრეზიდენტთან შავკათ მირზიოვთან შეხვედრაზე ბლინკენი ყურადღებას გაამახვილებს უსაფრთხოების საკითხებსა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ამასთან, რეგიონის ქვეყნებს რეფორმების დაჩქარებისკენ მოუწოდებს.
ყაზახეთსა და ტაჯიკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი რიჩარდ ჰოაგლენდი VOA-ს ეუბნება, რომ ეს ვიზიტი შეხსენებაა რეგიონის ხუთი ქვეყნის მიმართ, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ყურადღების ცენტში კვლავ არიან იმის მიუხედავად, რომ რეგიონი ტრადიციულად რუსეთის გავლენის სფეროდ მიიჩნევა. “ვაშინგტონს ცენტრალურ აზიაში მოსკოვის ჩანაცვლების არანაირი სურვილი არ აქვს”, - უთხრა მან გამოცემას.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ცენტრალური აზიის შემდეგ ბლინკენი ინდოეთში ჩავა, სადაც G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. დელიში დაგეგმილ შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც დაესწრება. ოფიციალურ დღისწესრიგით ბლინკენი-ლავროვის შეხვდრა დაგეგმილი არ არის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი