მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონი საქართველოშია

6183ee43ee9d1
BM.GE
04.11.21 18:24
735
საქართველოში აშშ-ის საელჩოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიის ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონი თბილისში ჩამოვიდა.

"თანაშემწის მოადგილე ოლსონი შეხვდება პრემიერმინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს. ასევე, ის დაესწრება კულტურულ ღონისძიებას და გაეცნობა საელჩოს მიერ მხარდაჭერილ პროექტს, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიულ მიზნებს ავითარებს,"- ნათქვამია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.