მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სახელმწიფო ხაზინაზე კიბერშეტევა “უცხო ქვეყნის ძალებმა” განახორციელეს

5fd7885865290
შოთა ტყეშელაშვილი
14.12.20 19:46
619
აშშ-ის მთავრობა ადასტურებს, რომ კვირას “უცხო ქვეყნის ძალებმა” სახელმწიფო ხაზინაზე (ფინანსთა სამინისტროსა) და ვაჭრობის დეპარტამენტის (ეკონომიკის სამინისტროს) ნაწილზე კიბერშეტევა განახორციელეს.

“აშშ-ის მთავრობა მომხდარის საქმის კურსშია და ჩვენ ვდგამთ ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა მივიღოთ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით აუცილებელი გადაწყვეტილებები”, - CNBC-ის განუცხადეს აშშ-ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

Reuters-ის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის სამიზნეს როგორც სახელმწიფო ხაზინა, ასევე, ვაჭრობის დეპარტამენტის ტელეკომუნიკაციების და ინფორმაციის ადმინისტრაცია წარმოადგენდა.

Reuters-ის თანახმად, უცნობია, რა სახის ინფორმაციის მოპოვება შეძლეს თავდამსხმელებმა. The Washington Post-ი მომხდარ თავდასხმას რუსულ საგარეო დაზვერვას უკავშირებს.