მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი ორივე მუხლით გაამართლა

5e3bb5990b1f5
ნათია თაქთაქიშვილი
06.02.20 11:00
1343
აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში ორივე მუხლით გაამართლა. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

აშშ-ის პრეზიდენტს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისთვის გამოძიებაში ხელის შეშლაში ჰქონდა წარდგენილი ბრალი.

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში პრეზიდენტის უდანაშაულოდ ცნობას 52-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი - 48 იყო.

რაც შეეხება კონგრესისთვის ხელის შეშლის ბრალდებას, პრეზიდენტის სასარგებლოდ ხმა 53-მა კანონმდებელმა მისცა, წინააღმდეგი კი - 47 წავიდა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დემოკრატებმა 2019 წლის ბოლოს დაიწყეს. ოპონენტები ტრამპს უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, ტრამპმა პოლიტიკური გავლენა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა და ზელენსკის, „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატ ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოსთხოვა.