მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სენატმა საავადმყოფოების და ეკონომიკის დასახმარებლად $484 მლრდ-ის ფინანსური პაკეტი დაამტკიცა

5e9fecb478b55
ნათია თაქთაქიშვილი
22.04.20 21:20
723
აშშ-ის სენატმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების დასაძლევად, ეკონომიკისა და საავადმყოფოების მხარდაჭერისთვის 484 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან 321 მილიარდი აშშ დოლარი მცირე ბიზნესის დაკრედიტების პროგრამას მოხმარდება, 60 მილიარდი - საგანგებო სესხის პროგრამას, რომელიც ასევე მცირე ბიზნესისკენ იქნება მიმართული, 75 მილიარდი - საავადმყოფოებს, 25 მილიარდი კი - კორონავირუსზე ტესტირების პროგრამას.

აშშ-ის სენატმა აღნიშნული პაკეტი ერთხმად მიიღო. შემდეგ ეტაპზე მას კენჭი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უნდა უყაროს, მხარდაჭერის მიღების შემთხვევაში პაკეტი აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.

აღსანიშნავია, რომ გასული თვიდან დღემდე აშშ-მა დაახლოებით 3 ტრილიონ აშშ დოლარამდე ფინანსური რესურსი გამოყო კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისის დასაძლევად.