ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცებს, სამსახურებრივ ტელეფონებში TikTok-ის აპლიკაციის გამოყენება აღარ შეუძლიათ. შესაბამისი გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტრომ ჩინური აპლიკაციის მხრიდან მომდინარე შესაძლო კიბერსაფრთხის გამო მიიღო.
TikTok-ი 2016 წელს შექმნილი აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებლებს მოკლე - ძირითადად 6-წამიანი ვიდეოების შექმნის და გაზიარების შესაძლებლობას აძლევს. მსოფლიოს გარშემო აპლიკაციას 500 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ სოციალურ ქსელად აქცევს.
TikTok-ი პეკინში რეგისტრირებულ კომპანია ByteDance-ს ეკუთვნის. აღნიშნული აპლიკაციის მხრიდან მომხმარებელთა შესაძლო თვალთვალის საკითხს, კერძოდ კი - ადგილმდებარეობის შემოწმების, კონტაქტების სიის ნახვის, მიმოწერის დათვალიერებისა და სხვა არაავტორიზებული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობას აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო სწავლობდა.
"TikTok-ი ამჟამად კიბერსაფრთხედ არის მიჩნეული" - ამბობს აშშ-ის არმიის სპიკერი, რობინ ოჰოა.
TikTok-ის შესაძლო რისკების შესახებ წარსულში არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული აშშ-ის სენატორ ჩაკ შუმერს, რომელიც ამბობდა, რომ სოციალური ქსელი შესაძლოა არჩევნებში ჩარევისთვის და პროპაგანდის გავრცელებისთვისაც იყოს გამოყენებული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ