მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სტუდენტური ვიზის მქონე პირებისთვის დროებითი შეზღუდვები დაწესდა

5f0410d1b236f
თელარა გელანტია
07.07.20 10:15
1004
აშშ-ის სტუდენტური და გაცვლით ვიზიტორთა პროგრამა (The Student and Exchange Visitor Program — SEVP) დროებით შეზღუდვებს აწესებს არასაიმიგრაციო სტუდენტური ვიზის მქონე პირებისთვის, რომლებიც 2020 წლის საშემოდგომო სემესტრისთვის აპირებენ დისტანციურად სწავლის გაგრძელებას.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა:

“აშშ-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გეგმავს დროებითი საბოლოო წესის სტატუსით აღნიშული პროცედურებისა და პასუხისმგებლობების გამოქვეყნებას ფედერალურ რეესტრში.

დროებითი ცვლილებები 2020 წლის საშემოდგომო სემესტრისთვის:

არასაიმიგრაციო F1 და M-1 სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომელთა უნივერსიტეტებიც სრულად არიან გადასული დისტანციურ სწავლებაზე, არ შეუძლიათ აიღონ ონლაინ საგნები სრული დატვირთვით და ამავე დროს დარჩნენ აშშ-ში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ გასცემს ვიზებს იმ უნივერსიტეტების ან/და პროგრამების სტუდენტებისთვის, რომლებიც სრულად გადავლენ დისტანციურ სასწავლო რეჟიმზე. ამასთანავე, არც აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახური დაუშვებს აღნიშნულ სტუდენტებს აშშ-ის ტერიტორიაზე. ასეთ პროგრამებში მონაწილე სტუდენტებმა, რომლებიც ამ დროისთვის იმყოფებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, უნდა დატოვონ ქვეყანა ან მიიღონ სხვა შესაბამისი ზომები, როგორიცაა ისეთ უნივერსიტეტში გადასვლა სადაც სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში, საკლასო პირადი დასწრებით იქნება შესაძლებელი, რათა სტუდენტური სტატუსი ლეგალურად შეინარჩუნონ.
არასაიმიგრაციო F-1 სტატუსის მქონე სტუდენტები, რომელთა უნივერსიტეტებიც ახორციელებენ ჩვეულებრივ საკლასო სასწავლო პროცესს, ვალდებულნი არიან დაემორჩილონ მოქმედ ფედერალურ დებულებებს. F სტატუსის მქონე სტუდენტებს შეუძლიათ აიღონ დისტანციური სწავლების მაქსიმუმ ერთი საგანი ან სამი საკრედიტო საათი.

არასაიმიგრაციო F-1 სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომელთა უნივერსიტეტებიც გადადიან ჰიბრიდულ მოდელზე (დისტანციური და ლექციებზე საკლასო პირადი დასწრება) შეეძლებათ აიღონ ონლაინ ერთ საგანზე ან სამ კრედიტ საათზე მეტი. აღნიშნული უნივერსიტეტები და პროგრამები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს სტუდენტური და გაცვლითი ვიზიტორთა პროგრამის (SEVP) ახალ სტანდარტებთან და არასაიმიგრაციო სტუდენტური სტატუსის შენარჩუნების სერტიფიკატი (Certificate of Eligibility for Nonimmigrant Student Status) ფორმა I-20-ის მეშვეობით უნდა დაადასტურონ, რომ პროგრამის საშემოდგომო სემესტრი არ ჩატარდება სრულად დისტანციურ რეჟიმში, რომ სტუდენტს არა ქვს ყველა საგანი ონლაინ და რომ სტუდენტი მხოლოდ დარეგისტრირდება იმ მინიმალური რაოდენობის საგნებზე დისტანციურად, რაც საჭიროა სტუდენტის სასწავლო პროგრამაში ნორმალური პროგრესის მისაღწევად.ზემოხსენებული შეზღუდვები არ ეხება F-1 სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც არიან ჩართულნი ინგლისური ენის სასწავლო პროგრამებში ან იმ M-1 სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც მონაწილეობენ პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებში და არ აქვთ უფლება გაიარონ სასწავლო კურსი დისტანციურად.

უნივერსიტეტებმა სასწავლო პროგრამის შესახებ ინფორმაცია უნდა განაახლონ 10 დღის ვადაში სტუდენტთა და გაცვლით ვიზიტორთა ინფორმაციის SEVIS სისტემაში თუ საშემოდგომო სემესტრს დაიწყებენ ჩვეულ რეჟიმში და შემდგომ იძულებულნი გახდებიან სასწავლო პროცესი გააგრძელონ მხოლოდ დისტანციურად, ასევე თუ არასაიმიგრაციო სტატუსის მქონე სტუდენტი დარეგისტრირდება მხოლოდ ისეთ საგნებზე, რომელთა სწავლებაც წარიმართება სრულად დისტანციურ რეჟიმში.

აშშ-ში მყოფი არასაიმიგრაციო სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის დაუშვებელია სწავლის სრული კურსის გავლა დისტანციურად. თუ სტუდენტი აღმოჩნდა ასეთ სიტუაციაში, მან უნდა დატოვოს აშშ-ის ტერიტორია ან მიმართოს ალტერნატიულ გზას არასაიმიგრაციო სტატუსის შესანარჩუნებლად, როგორიცაა სასწავლო კურსის შემცირებული დატვირთვით ან შესაბამისი სამედიცინო შვებულების აღება.

COVID -19 პანდემიის გამო, SEVP–მა გაზაფხულისა და ზაფხულის სემესტრისთვის გამონაკლისი დაუშვა ონლაინ საგნებზე. ამგვარად არასაიმიგრაციო სტატუსის მქონე სტუდენტებს საგანგებო ვითარების დროს შედარებით მეტი საგნის დისტანციურად გავლის საშუალება მიეცათ.

სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე.