მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის თავდაცვის მდივანი მომდევნო კვირას საქართველოს ეწვევა

6165eb46482c9
თამთა ჯიჯავაძე
13.10.21 00:06
2091
აშშ-ის თავდაცვის მდივანი მომდევნო კვირას საქართველოს ეწვევა. როგორც „ტვიტერზე“ აშშ-ის თავდაცვის უწყება იტყობინება, ლოიდ ოსტინი და მისი გუნდი, მომდევნო კვირას ევროპაში აპირებენ ოფიციალური ვიზიტით ჩასვლას.

ვიზიტის ფარგლებში ისინი საქართველოს გარდა, ეწვევიან უკრაინას და რუმინეთსაც.

„ის დაასრულებს მნიშვნელოვან ვიზიტს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე“, - აცხადებენ აშშ-ის თავდაცვის უწყებაში.

ნატოს თავდაცვის მინისტერიალი 21-22 ოქტომბერს გაიმართება.