მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ოფისის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

5e75d4612721c
შოთა ტყეშელაშვილი
21.03.20 12:44
906
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ოფისში დასაქმებულ პირს კორონავირუსი დაუდგინდა. ვიცე-პრეზიდენტის პრეს-სპიკერის, ქეითი მილერის განცხადებით, ინფიცირებულ პირს არც ვიცე-პრეზიდენტთან და არც პრეზიდენტთან კონტაქტი არ ჰქონია.

ამასთან, ვიცე-პრეზიდენტის ოფისი დაავადებათა კვლევის ცენტრის მითითებების შესაბამისად, ინფიცირებული პირის კონტაქტებს შეისწავლის. 

ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 18,388 და გარდაცვალების 203 შემთხვევა არის აღრიცხული. ვირუსი ქვეყნის ყველა შტატში არის გამოვლენილი.