მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ეკონომიკის სტიმულირების $1.9-ტრილიონიანი პაკეტი დაამტკიცა

603ce16e517cc
ნათია თაქთაქიშვილი
01.03.21 21:30
565
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ინიცირებული ეკონომიკის სტიმულირების $1.9-ტრილიონიანი პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ბაიდენის ინიციატივა ერთი გამონაკლისით დაამტკიცა, კერძოდ, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მინიმალური საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 15 აშშ დოლარამდე.

ჯო ბაიდენის ეკონომიკის სტიმულირების გეგმის მიზანია, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემცირება და ეკონომიკური ზრდის აღდგენა.

პაკეტი მოიცავს 1,400 დოლარის გაცემას თითოეულ გადასახადის გადამხდელზე პირდაპირი წესით. ამავე გეგმის მიხედვით, 70 მილიარდი დოლარი არის გათვალისწინებული კორონავირუსის დამატებითი ტესტირებისთვის და საყოველთაო ვაქცინაციისთვის. ასევე ეკონომიკური პაკეტი ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის, გრანტებს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მიწურულს აშშ-ს ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2021 წლის ბიუჯეტს, რომელიც ეკონომიკის სტიმულირების პაკეტსაც ითვალისწინებს. ეს პანდემიის დაწყების შემდეგ ტრამპის მიერ მიღებული ეკონომიკური სტიმულირების მეორე პაკეტი იყო, მისი ღირებულება 900 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ეკონომიკის დახმარების პირველი პაკეტი ტრამპის ადმინისტრაციამ გაზაფხულზე მიიღო და მისი მოცულობა 3 ტრილიონ დოლარს აღემატებოდა.