მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ისა და ჩინეთის მოლაპარაკებების განახლების მოახლოებასთან ერთად ნავთობის ფასები შემცირდა

5d9db4fb6d4f4
მიხეილ ხაჩიძე
09.10.19 19:50
768
აშშ-ისა და ჩინეთის მოლაპარაკებების განახლების მოახლოებასთან ერთად მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები შედარებით დაეცა.

როგორც უცხოური ბიზნესგამოცემები წერენ, ოთხშაბათს Brent-ის ფიუჩერსული ფასი შემცირდა. ლონდონის ICE Futures-ის ბირჟაზე გაცვლითმა ფასმა დღეს დილით, გუშინდელთან შედარებით, $0,68-ით დაიკლო და ბარელზე 58 აშშ დოლარი შეადგინა. გუშინ მისი ღირებულება ბარელზე 58,68 აშშ დოლარამდე იყო.
 
რაც შეეხება მეორე პოპულარული ტიპის ნავთობს, WTI–ის ფასი ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) ამ დროისთვის 0,26 დოლარით არის დაკლებული და ბარელზე $52,38 ღირს. ორშაბათს კი, WTI 52,75 აშშ დოლარამდე ღირდა.

ოფიციალური ვაშინგტონისა და პეკინის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვალ, 10 ოქტომბერს, შეერთებულ შტატებში შეხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ლიუ ჰემ, რომელიც მოლაპარაკებებზე ჩინურ დელეგაციას უხელმძღვანელებს, განაცხადა, რომ პეკინი არ აპირებს სამრეწველო პოლიტიკის და მთავრობის სუბსიდიების რეფორმირების საკითხების გადახედვას, რაც ის ორი ძირითადი საკითხია, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დაჟინებით მოითხოვს.

ამასთან, კვირის ბოლოს მოსალოდნელია, ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მიერ ნავთობის ბაზრის განახლებული პროგნოზების გამოქვეყნება.