მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ კორონავირუსის უნემსო აცრის ტექნოლოგიის შექმნაში $2.5 მილიონს დააბანდებს

5f476af48aaae
ნათია თაქთაქიშვილი
28.08.20 00:00
1092
აშშ-ის ფედერალური მთავრობა გეგმავს, კორონავირუსის საწინააღმდეგო უნემსო აცრის ტექნოლოგიის შემუშავებაში 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადოს. ამის შესხებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

აშშ-ის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის მიზანია, ვაქცინის ორალურად მიღების შესაძლებლობის შექმნა და ნემსის ჩხვლეტით გამოწვეული ტკივილისგან თავიდან არიდება.

"ვაქცინის აღნიშნული მეთოდის განვითარება შეამცირებს იმ უხერხულობას, რომელიც შეიძლება შეიქმნას ნემსის გამოყენებისას ინტრამუსკულური ინექციით. ვაქცინის ორალური ვერსია, სავარაუდოდ, დაეხმარება სწრაფ, ფართომასშტაბიან იმუნიზაციას“, - აცხადებენ ბიოსამედიცინო კვლევით ორგანოში.

როგორც გამოცემა წერს, ვაქცინის ორალურ ვერსიას არ დასჭირდება შენახვის სპეციალური პირობები და ტემპერატურა, რაც მის შენახვას და მიწოდებას კიდევ უფრო გაამარტივებს.