მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ კოვიდის ბრიტანული შტამის პირველი შემთხვევაზე აცხადებს

5fec85cbc6a98
ნათია თაქთაქიშვილი
30.12.20 18:14
826
კოლორადოს შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, აშშ-ში კოვიდის ბრიტანული შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, 20 წლის ახალგაზრდას, რომელსაც კოვიდის ახალი შტამი დაუდგინდა, არ ააქვს მოგზაურობის ისტორია უცხო ქვეყანაში. შტატის განცხადებით, ისინი იკვლევენ გავრცელების ჯაჭვს და იმას, თუ რა გზით დაინფიცირდა მამაკაცი.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ვირუსის ახალი ვარიანტი ამ დრომდე არ იყო აღმოჩენილი, ქვეყანაში არსებული დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრები ვარაუდობდნენ, რომ ვირუსი უკვე ცირკულირებდა.

“არსებული მიმოსვლა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის, ისევე როგორც ამ ვირუსის მაღალი გავრცელება დიდ ბრიტანეთში, ზრდის შესაძლებლობას, რომ ვირუსი აშშ-შიც შემოაღწევს. ახალი ვარიანტი შესაძლოა უკვე ამერიკაშია, მიუხედავად იმისა, რომ გამოვლენილი არ იყო”, – აცხადებდა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი კოლორადოელი მამაკაცის შემთხვევის გამოვლენამდე.

კოლორადოელი მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც მსუბუქად ფასდება, მკურნალობას სახლში, თვითიზოლაციაში გადის.

ვირუსის ახალი შტამი უკვე გამოვლინდა სულ მცირე 17 ქვეყანაში, მათ შორის სამხრეთ კორეაში, ესპანეთში, ავსტრალიასა და კანადაში. ვირუსი აღმოაჩინეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც, მაგალითად, გერმანიაში. აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთთან მიმოსვლა ჩაკეტა ირლანდიამ, საფრანგეთმა, ბელგიამ და გერმანიამ.