მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟებს რუსეთზე დაწესებული სანქციების აღსრულებისკენ მოუწოდებს

621deb717bae2
გიორგი თოლორდავა
01.03.22 13:52
1962

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კრიპტოვალუტის საერთაშორისო სავაჭრო ბირჟებს მოუწოდებს, მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყოფილი იყოს რუს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე დაწესებული სანქციების აღსრულება და მათ  კრიპტოვალუტების საშუალებით შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის საშუალება არ მიეცეთ.

Bloomberg-ის ცნობით, თეთრი სახლისგან გაფრთხილება უკვე მიიღეს მიიღეს მსოფლიოს უმსხვილესმა სავაჭრო ბირჟებმა: Binance, Coinbase და FTX.

Binance-ის ოფიციალური წარმომადგენლობის განცხადებით, სავაჭრო ბირჟა გაყინავს სანქციების სიაში მოხვედრილი პირების ანგარიშებს და მათ აუკრძალავს ტრანზაქციების განხორციელებას.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა Binance-ს დამატებითი მოთხოვნითაც მიმართა - გაყინულიყო ყველა რუსი მომხმარებლის ანგარიში, რაზეც კომპანია არ დათანხმდა.

„ჩვენ არ ვაპირებთ ცალმხრივად გავყინოთ მილიონობით უდანაშაულო მომხმარებლის ანგარიში“, - ნათქვამია სავაჭრო ბირჟის წარმომადგენლობის განცხადებაში.