მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მ და საქართველომ ექსტრადიციის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

63dcc4956bed4
BM.GE
03.02.23 12:22
1295
საქართველო და შეერთებული შტატები კიდევ უფრო აძლიერებს სამართალდაცვით და სასამართლო თანამშრომლობას, ორ ქვეყანას შორის ექსტრადიციის ორმხრივი ხელშეკრულების შეთანხმების გზით, - ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, მოლაპარაკებები აშშ-სა და საქართველოს შორის გაიმართა თბილისში, 2023 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლამდე, რომელშიც აშშ-ის მხარეს წარმოადგენდა სახელმწიფო და იუსტიციის დეპარტამენტები, ხოლო საქართველოს - იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურა.

"საქართველოსა და შეერთებულ შტატებს სამართალდაცვითი და სასამართლო თანამშრომლობის მდიდარი ისტორია აქვს, რომელიც უკვე 30 წელს ითვლის, და სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს თანამშრომლობას ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური თაღლითობის, ორგანიზებული დანაშაულის, ფულის გათეთრების, ადამიანებით ვაჭრობისა და სხვა მძიმე დანაშაულებებზე. სამართალდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, ორმა ქვეყანამ ჩამოაყალიბა ძლიერი პარტნიორობა და ნდობა და ამ შემდგომი ნაბიჯით აგრძელებს ამ ურთიერთობების განმტკიცებას.

გაფორმებისა და რატიფიცირების შემდეგ, აღნიშნული ორმხრივი ხელშეკრულება, სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას, დამნაშავეების უფრო ეფექტიანად გასამართლების კუთხით", - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.