მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მ უკრაინას თავდაცვის სისტემის განვითარებისთვის $250 მლნ გამოუყო

5d7ba7a8a6b75
მიშა ხაჩიძე
13.09.19 18:25
1138
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას სამხედრო დახმარების სახით 250 მილიონი დოლარი გამოუყო. აღნიშნულ ინფორმაციას სენატორებზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თანხა უკრაინის თავდაცვის სისტემის განვითარებისა და პრორუს სეპარატისტებთან საბრძოლველად გამოეყო, რომლებსაც ზურგს მოსკოვი უმაგრებს. აღსანიშნავია, რომ უკრაინის რეგიონის ყირიმის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა.

შეგახსენებთ, აგვისტოში ამერიკული მედია იუწყებოდა, რომ თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა ადმინისტრაციას უკრაინაში უსაფრთხოების სისტემის დაფინანსების პროგრამის გადახედვა დაავალა.