მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა 18 რუს დიპლომატს ვიზა არ ჩაურტყა

5da576105fa95
მიხეილ ხაჩიძე
15.10.19 18:20
1146

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 18 რუს დიპლომატს ვიზა არ მისცა. როგორც რუსული მედია იუწყება, დეპუტატები შტატებში გაერო-ს მიმდინარე გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ.

გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის გენადი კუზმინის განცხადებით, ვიზები ამ კვირაში რუსი დიპლომატებისთვის საერთოდ არ მიუციათ.

"რუსეთის დელეგაციას არ აქვს მიღებული 18 ვიზა. ამ კვირაში არცერთი ვიზა არ გაცემულა", - განუცხადა რუსულ მედიას კუზმინმა.

მისივე ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა არ გასცა ვიზა ინგლისურენოვანი თარჯიმნისთვის, რომელსა რუსი დეპუტატების გამოსვლები უნდა ეთარგმნა.